დედამიწის დღე
პოსტერის კონკურსი „გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება“
2024 წლის გაზაფხულზე ჩატარდა მედია არტის მიერ ორგანიზებული პოსტერის კონკურსი „გლობალური დათბობა, გარემოს დაბინძურება“. ამ პროექტმა, რომელსაც შემდგომი ხანგრძლივი აქტივობები ექნება და მისი მიზანია მხარი დაუჭიროს გლობალური დათბობისა და დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრი საინტერესო იდეა და კონკურსანტი გამოავლინა. საუკეთესო ნამუშევრის ავტორად დასახელდა ანანო გაგუა, რომელსაც გადაეცა მისი ნამუშევრით ბრენდირებული მაისური და ფულადი ჯილდო -1000 ლარი.




