ივენთ მენეჯმენტი პროექტის, ბრენდის თუ ორგანიზაციის წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მარკეტინგული კომუნიკაციის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც საშუალებას იძლევა კონკრეტული მესიჯები მივაწოდოთ როგორც გარე, ისე – შიდა სამიზნე აუდიტორიას.
ჩვენთან, მედიაარტში, კარგად გვესმის, რომ ივენთ მენეჯმენტი განსაკუთრებულ ცოდნასა და ორგანიზებულობას მოითხოვს, რაც თანამედროვე სამყაროში, სადაც დრო და რესურსები მწირია, საკმაოდ დეფიციტური რამაა. ჩვენ გთავაზობთ პრეზენტაციების, წვეულებების, კორპორაციული ღონისძიებების, პრომო აქციების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
“პროდუქტიულობა არასდროს არის შემთხვევითი. ის ყოველთვის სრულყოფილებისკენ სწრაფვის, გონივრული დაგეგმვისა და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგია.” – პოლ ჯ. მეიერი
მედია არტის მზარდი წარმატების პერსპექტივა ეფუძნება სერვისის ინოვაციურ ტენდენციებს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფილია როგორც ეფექტური მენეჯმენტით, ასევე პროფესიონალი გუნდით.
თქვენი ბიზნესის წინსვლა ჩვენი საზრუნავია